2018-08-20 19:53:24
"შემოვიდა კულტურულად...კანალიზაცია - არა, ეს - არა, ის - არა.." - ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ისვენებს

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, სასტუმრო "აბასთუმანი რეზიდენსში" ისვენებს. ივანიშვილი კურორტზე ყოფნისას იქ არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო. როგორც სასტუმრო "აბასთუმნის" ხელმძღვანელი გენადი ენდელაძე ამბობს, ყოფილი პრემიერ მინისტრი ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა:

"შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია -არა, ეს -არა, ის-არა. ხალხს დაუძახა და თქვა რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები...ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი. აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი" აცხადებს გენადი ენდელაძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ივანიშვილმა ე.წ. არაზინდოს დასახლება და აბასთუმნის ობსერვატორიაც მოინახულა

წყარო: radiotavisupleba.ge

ამავე თემაზე