2018-08-20 15:47:26
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს- პრეზიდენტი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში, სადაც ის  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. 

"დღეს შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შტოს - სასამართლოს საკითხზე სასაუბროდ, რომელიც როგორც ქართული საზოგადოების მხრიდან, ასევე ჩვენი პარტიორების მხრიდან არაერთხელ გამხდარა რეკომენდაციების მოთხოვნის ობიექტი. განსაკუთრებით გაშიშვლდა ეს პრობლემა, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა. გადადგომა არ არის პრობლემა, მაგრამ ფონი როგორც ეს მოხდა, ფონი, რომელიც წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ის არის ზეწოლის მსხვერპლი, ჩვენ ამ ფაქტის მიმართ გულგრილად ვერ დაგვტოვებს. დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ მოვახდინოთ სასამართლოს განვითარება და ბუნებრივია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამაში უმნიშვნელოვანესია.
მინდა ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, რომ განახორციელოს რეფორმა", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, მომავალ თავმჯდომარეს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.

"ასევე, მინდა გამოვრიცხო მისი პოლიტიკური ან კლანობრივი აფილაცია. მინდა სრული ჩართულობით მოხდეს კანდიდატურის შერჩევა. ასეთი ადამიანის გასვლის შემთხვევაში მას ექნება მაღალი ლეგიტიმაცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

ამავე თემაზე