2018-08-20 12:39:10
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობას ხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმცირესობა "ევროპულ საქართველოს" შორის შეხვედრა იმართება.  პარტიის წევრები გიორგი მარგველაშვილს დახურულ შეხვედრაზე რამდენიმე გვარს  დაუსახელებენ.

"ჩვენი შეფასებით, ნინო გვენეტაძე არ იყო სწორი კანდიდატი, იმიტომ, რომ შევარდნაძის პერიოდის მართლმსაჯულების ერთ-ერთი სახე იყო, რომელიც კორუფციაში მამხილებელი ჟურნალისტების დასჯას ითხოვდა და კორუმპირებულ სისტემას იცავდა. შესაბამისად, მას საზოგადოების მხრიდან მანდატი და ნდობა არ ჰქონდა, ჩვენი შეფასებით. ასეთი კანდიდატი პრეზიდენტმა არ უნდა შესთავაზოს. კანდიდატს და თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი და უნდა ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელიც შეძლებს, საზოგადოების ნდობა დაიმსახუროს. ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი თავმჯდომარის ხელში, როცა მის უკან დგას ნდობა საზოგადოების მხრიდან,“- განაცხადა ოთარ კახიძემ

ამავე თემაზე