2018-08-18 12:17:50
დღეს ეროვნული გმირის ანწუხელიძის დაბადების დღეა

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 34 წელი შეუსრულდებოდა. IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინისტრმა ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო, გიორგი ანწუხელიძის გმირობის ისტორია გაიხსენა და მის ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა.

ამავე თემაზე