2018-08-17 13:34:01
კომერციული ორგანიზაციებისთვის ფასის გაზრდა არანაირად არ აისახება კერძო მომხმარებელზე - ქობულია 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ კომერციული ორგანიზაციებისთვის ფასის გაზრდა არანაირად არ აისახება კერძო მომხმარებელზე.

„კომერციული ტარიფი კომერციული ორგანიზაციებისთვის გასაკვირია, თუმცა, რატომღაც ფასი თბილისში უფრო დაბალია, ვიდრე რეგიონებში. ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ოპერატორმა მცირედით აწია ფასი კომერციული ორგანიზაციებისთვის. არანაირად არ აისახება ეს კერძო მომხმარებელზე. ზოგადად, ჩვენ კომერციულ სექტორს არ ვკარნახობთ, რა ფასი უნდა დააწესოს. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა“, – განაცხადა ქობულიამ.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი გაძვირდა. კერძოდ, ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით).

ამავე თემაზე