სიახლეები
პოლიტიკა
სპორტი
2018-08-17 09:35:23
მოჭიდავეები მაიკას ჩაიცვამენ თუ არა არავის საქმე არ არის, რახან რუსია და რუსების წარმომადგენელია, მტერია უკვე? - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 

სოციალურ ქსელში ქართველი მოჭიდავეების რუსეთის დროშის ფერებიანიმაისურებით გადაღებული ფოტოები ვრცელდება, რომელზეც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძამბოლათ თედეევია გამოსახული.

ფაქტზე განმარტებები მხოლოდ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა.

გეგეშიძის განცხადებით, ფოტოს გადაღება მეგობრული ჟესტი იყო და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, თედეევი მათი მეგობარია და სწორედ ის დაეხმარა ქართულ მხარეს ტატუნაშვილის გადმოსვენებაში.

„ძამბოლათ თედეევი არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი. მოჭიდავეები მაიკას ჩაიცვამენ თუ არა არავის საქმე არ არის, რახან რუსია და რუსების წარმომადგენელია, მტერია უკვე? ის ძამბოლათ თედეევი იყო ზუსტად, ტატუნაშვილის გადმოსვენებაში, რომ დაგვეხმარა,“ - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

ამავე თემაზე