სიახლეები
პოლიტიკა
2018-08-15 12:32:33
"ცოტა ჟურნალისტებმა ტვინი გაანძრიეთ" - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს (ვიდეო)

ბევრჯერ მაქვს ნათქვამია და ცოტა ჟურნალისტებმა ტვინი გაანძრიეთ - ამ განცხადებით, მედიის წარმომადგენლებს, საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლესთან დკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. 

კითხვაზე შევა თუ არა არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციაში, ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას ამ კითხვაზე არაერთხელ უპასუხია. 

ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის მისაღებია ორბელიანის სასახლე, რომელიც მომავალში პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა იყოს. გარდა ამისა, საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ის საკუთარ სახლში იცხოვრებს და პრეზიდენტის რეზიდენციაში ფეხით ივლის. 

ამავე თემაზე