სიახლეები
პოლიტიკა
2018-08-14 14:42:59
„ჩვენ რომ დაგვეყენებინა ჩვენი პარტიულ კანდიდატი ამ არჩევნებში, გავაძლიერებდით ილუზიას პრეზიდენტის ჭარბუფლებამოსილებებთან დაკავშირებით - კობახიძე (ვიდეო)

„ჩვენ რომ დაგვეყენებინა ჩვენი პარტიულ კანდიდატი ამ არჩევნებში, ის უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი პარტიის და ამით ილუზიას უფრო მეტად გავაძლიერებდით პრეზიდენტის ჭარბუფლებამოსილებებთან დაკავშირებით,“-ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა.

„პარტიის თავმჯდომარის მხრიდან იყო სხვადასხვა არგუმენტი, იყო მათ შორის იმაზე თუ რა ფუნქციები აქვს საქართველოს პრეზიდენტს და რა თქმა უნდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც შეირჩევა პრეზიდენტობის კანდიდატი. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ სისტემა არის საპარლამენტო და საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს აქვს თავისი შემოფარგლული ფუნქციები, ის არ არის აღმასრულებელი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, შემოფარგლული უფლებების გათვალისწინებით პარტიის ლიდერების დასახელება არასწორი იქნებოდა.  კობახიძის განცხადებით, თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ პარტიას არ უნდა ჰყოლოდა საკუთარი კანდიდატი.

ამავე თემაზე