2018-08-14 10:46:31
აშშ-ს თავდაცვითი ბიუჯეტი საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს 

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა. ხელმოწერის ცერემონია ფორტ-დრამის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

ამერიკის პრეზიდენტის ხელმოწერით ძალაში შევიდა დოკუმენტი, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის 716 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და უკრაინასთან. აშშ-ს 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდებას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის ზომების მიღებას. 
აღნიშნული დოკუმენტის დებულების შესაბამისად, აშშ-ს ხელისუფლება შავ ზღვაში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით სამხედრო წვრთნების უფრო ხშირად ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანი, სახელმწიფო მდივანი და ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდალი შეიმუშავებენ სტრატეგიას, რომლის მიზანია მხარდაჭერა გაუწიონ ევროპაში აშშ-ს იმ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან. 
ზემოაღნიშნულმა პირებმა ასევე უნდა განიხილონ შავ ზღვაში უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნების ჩატარების სიხშირის გაზრდა.

ამავე თემაზე