სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-08-11 12:22:44
შინდისის ბრძოლდან 10 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლდან 10 წელი გავიდა. ბრძოლა შინდისთან აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც წარმოუდგენელი გმირობისა და თავდადების მაგალითი.

ბრძოლა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულსა და რუსეთის 53-ე არმიის ასეულს შორის  2008 წლის 11 აგვისტოს, დილის 10 საათისთვის დაიწყო. ადგილზე ოკუპანტების სამხედრო ტექნიკაზე მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით ქართული დროშები იყო აღმართული. 

რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა უკან არ დაიხიეს. ოკუპანტებმა რამდენჯერმე გამოიძახეს დახმარება. სისხლიანი შეტაკება საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბოლოს ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს. უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი შეეწირა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრები ლევან იზორია და ქეთევან ციხელაშვილი სოზარ სუბართან ერთად შინდისის მოვლენების 10 წლისთვის აღსანიშნავად დღეს შინდისში ჩავიდნენ.

მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, დაღუპულ ჯარისკაცთა მშობლების გაესაუბრნენ და მშენებარე მემორიალის ადგილი მოინახულეს.

შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის დასაფინანსებლად უკვე მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული და ძეგლის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

ამავე თემაზე