სიახლეები
მთავარი სიახლე
რეგიონები
საზოგადოება
2018-08-11 12:12:33
აბაშაში წყლის ადიდების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით აბაშაში მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში - წყემსა და ზანათშიადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას. მაშველებმა ორივე სოფლიდან რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს. ​ადგილზე მუშაობდა 50 მეხანძრე-მაშველი​

ამ დროის მონაცემებით, სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. არცერთ მოქალაქს საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

 

ამავე თემაზე