სიახლეები
მთავარი სიახლე
რეგიონები
საზოგადოება
2018-08-11 11:50:50
ფოთში ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ფოთში ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი 25 წლის რუსი ტურისტია, რომელიც ფოთში რამდენიმე დღის წინ დაიხრჩო. სამძებრო სამუშაოები უამინდობის გამო ვერ განხორციელდა.

მაშველების ინფორმაციით, ის მეგობართან ერთად ზღვაში 4 ბალიანი შტორმის დროს შევიდა, მაშინ როცა ბანაობა აკრძალული იყო.

გარდაცვლილი ქუთაისი პროზექტურაშია გადასვენებული. ფაქტზე გამოძიება სსკ ს 115 ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე