სიახლეები
2018-08-10 18:55:24
ცოტა ბევრი ხალხის სახელით ჩასვლა გამოდიოდა და შესაბამისად აღშფოთებაც ამას მოჰყვა - მიშა მშვილდაძე BASSIANI-ზე

ცოტა ბევრი ხალხის სახელით ჩასვლა გამოდიოდა და შესაბამისად აღშფოთებაც ამას მოჰყვა - ამ განცხადებით, პროდიუსერი მიშა მშვილდაძე, კლუბ ბასიანის გადაწყვეტილებას მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით და მოსახლეობის ნაწილის პროტესტს ეხმაურება. 

მიშა მშვილდაძე მიიჩნევს, რომ თავად ღონისძიების აფიშის შინაარსიდან გამომდინარე აღიქმებოდა, რომ BASSIANI-ის რეზიდენტებს REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალზე საკმაოდ ბევრი ხალხის სახელით ჩასვლა გამოსდიოდათ.  სწორედ ამას მოჰყვა საზოგადოების გაღიზიანება.

„აფიშა თვითონ ამ ამბის, იქ ეწერა, რომ აი, ქართველი რეივოლუშენები, რომლებიც 12-ში ერთად დადგნენ და დიდი რეივი მოაწყვეს და თავის თავისუფლების დაცვა შეძლეს გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ აქ. ანუ ერთგვარად მათ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ მთელი ის დუხი, რაც იქ იდგა და ძალიან ბევრი ხალხი, ის საპროტესტო მუხტი თითქოს აი, ის ჩადის მთლიანად და არა მარტო მუსიკა. და ცოტა ბევრი ხალხის სახელით ჩასვლა გამოდიოდა და შესაბამისად აღშფოთებაც ამას მოჰყვა,“-განაცხადა პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ.

BASSIANI  მოსკოვში აღარ წავა. კლუბის რეზიდენტებმა ვიზიტი მას შემდეგ ჩაშალეს, რაც გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ამავე თემაზე