2018-08-10 18:22:36
რუსული რუბლის და თურქული ლირას გაუფასურება - კაკულია ეროვნული ვალუტის ვარდნის მიზეზებზე საუბრობს 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულია, ეროვნული ვალუტის რეკორდული სისწრაფით გაუფასურების პროცესს ეხმაურება. რომან კაკულია ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიურ ტენდენციები არ შეინიშნება. 

დეპუტატის განცხადებით, საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე გავლენა რეგიონში არსებულმა ვითარებამ მოახდინა, როგორიცაა რუსეთში რუბლის, ხოლო  თურქეთში ლირის გაუფასურება.

„საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ნეგატიურ ტენდენციებთან ჩვენ ადგილი არ გვაქვს და პირიქით, დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული არის. მეორე, რაც აუცილებლად უნდა იქნას გასათვალისწინებელი, იმიტომ, რომ მოკლევადიან პერიოდში ჩვენ შეიძლება ეს გამოწვევად გვქონდეს, ეს ნამდვილად არის რეგიონში არსებული დევალვაციები იქაური ვალუტების,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ლარის ღირებულება ორ დღეში თითქმის 7 პუნქტით დაეცა. სავალუტო ჯიხურებში ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.56 ლარი ღირს.

ამავე თემაზე