2018-08-10 18:04:18
განახლებული ნეირომეცნიერების დეპარტამენტი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც ყველა ნევროლოგიური და ნეირო-ქირურგიული პათოლოგიის მქონე პაციენტს სრული გამოკვლევის და სრულყოფილი მართვის საშუალებას სთავაზობს.

განახლებული ნეირომეცნიერების დეპარტამენტი  28 საწოლზეა გაშლილი.  დეპარტამენტი აღჭურვილია სრულყოფილი ელექტროფიზიოლოგიური, ელექტროენცეფალოგრაფიული, ელექტრომიოგრაფიული აპარატურით.

ნეირომეცნიერების დეპარტამენტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა ტატიშვილი ხელმძღვანელობს, ნეიროქირურგიის მიმართულებას - ვლადიმერ წიქარიშვილი. ნეიროქირურგიის მიმართულების განვითარებას კონსულტაციას გაუწევს და მკურნალობის პროცესში პირადად ჩაერთვება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი ასლან გერმანიშვილი.

ამავე თემაზე