2018-08-10 17:36:08
სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიზეზი თუშეთში მოსული უხვი ნალექია. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, 
თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების 
პრევენციის მიზნით, 10 აგვისტოს, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, 
სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის 
ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე