2018-08-10 15:31:59
ნატომ რუსეთს ყველაზე დიდი საშიშროება უწოდა(ვიდეო)

ნატომ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ყველაზე დიდ საშიშროებად რუსეთი დაასახელა. ნატოს Twitter გვერდზე განთავსებულია ვიდეო რგოლი სადაც, ალიანსი დღეს არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. "აღმოსავლეთისთ რუსეთი უფრო დაჯინებული გახდა, ყირიმის ანექსიით, უკრაინის აღმოსავლეთით სიტუაციის დესტაბილიზაციითა და ნატოს საზღვრებთან სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით."- ნათქვამია ვიდეო რგოლში. ამასთან ერთად ნატო საფრთხედ მიიჩნევს სიტუაციას აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას, კიბერთავდასხმებს, ენერგომატარებლების მიწოდების სფეროს და კლიმატურ ცვლილებებს. 

ამავე თემაზე