სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-08-10 14:05:03
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას რუსების 80% მხარს უჭერს

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრიმა (ВЦИОМ) ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 80% რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მხარს უჭერს, ეწინააღმდეგება 9%. ცენტრის წარმომადგენლებმა ანგარიშის გამოქვეყნებისას განაცხადეს, რომ "რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა დღესაც მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც 2008 წელს მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთს (81%). ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. 80% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როდესაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა." კვლევა 6 აგვისტოს ჩატარდა და 1,6 ათასი რესპონდენტი გამოიკითხა. 

ამავე თემაზე