2018-08-10 13:08:05
ბრიტანეთში აუქციონზე სტალინის ნიღაბი 13 ათას დოლარად გაიყიდა

დიდ ბრიტანეთში The Canterbury Auction Galleries-ის აუქციონზე სტალინის სიკვდილის შემდეგ გაკეთებული ნიღაბი და ხელის მტევნები 17,3 ათას დოლარად გაიყიდა. 31 სანტიმეტრიანი ნიღაბის  ახალი მფლობელის ვინაობა არ სახელდება. აუქციონზე ის ბრიტანელმა გაიტანა, რომელმაც ნიღაბი თავისი ბაბუის, რომელიც სავაჭრო ფლოტის მეზღვაური იყო, სახლის სხვენზე იპოვა. სტალინის სიკვდილის შემდეგ ნიღაბი სსრკს სამხატვრო აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა მატვეი მანიზერმა დაამზადა, ბრინჯაოს ასეთი სულ 12 ასლია. 

ამავე თემაზე