2018-08-10 13:18:12
ყველაზე მეტი შემოწირულება - 274 224 ლარი, „ევროპულმა საქართველომ, ხოლო ყველაზე ნაკლები  - 225 ლარი - „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“ მიიღო - 7 თვის მონაცემები 

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება - 274 224 ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 225 ლარი - „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“ - ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ“ შემოწირულების სახით 119 997 ლარი მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ - 93 025 ლარი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 69 173 ლარი, ხოლო „გირჩმა“ - 35 289 ლარი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გასული 7 თვის განმავლობაში შემოწირულების სახით „ქრისტიან - კონსერვატიულმა პარტიამ“ -18 000 ლარი მიიღო, მოძრაობამ „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 11 613 ლარი, „ახალმა მემარჯვენეებმა“ – 4 400 ლარი, „ეროვნულმა ფორუმმა“ – 3 180 ლარი, „ახალმა ქრიატიან დემოკრატებმა“ – 2 000 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 800 ლარი, „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 774 ლარი, „პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 482 ლარი, ხოლო „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 404 ლარი. 

ჯამურად, აღნიშნულ პერიოდში, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 633 585 ლარს შეადგენს. 

ამავე თემაზე