სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-08-10 09:54:36
"მოვახდენთ რეაგირებას ეკონომიკური, პოლიტიკური და საჭირეოების შემთხვევაში სხვა მეთოდებით"-მედვედევი

აშშ-ს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში სანქციების კიდევ უფრო გაძლიერება ეკონომიკური ომის გამოცხადებას ნიშნავს, მიიჩნევს რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი. "თუ განხორციელდა ბანკების საქმიანობის ან ამათუ იმ ვალიუტის გამოყენების აკრძალვა, ამას პირდაპირ შეიძლება ეკონომიკური ომის გამოცხადება ვუწოდოთ. და ამ ომზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური მეთოდებით, პოლიტიკური მეთოდებიტ და თუ საჭირო გახდა სხვა მეთოდებითაც. ეს ჩვენ ამერიკელ მეგობრებს უნდა ესმოდეთ."-აცხადებს მედვედევი. აშშ რუსეთის მიმართ, სოლსბერის ინცინდენტის გამო,  სანქციების გამკაცრებას ორ ეტაპად აპირებს, პირველი ეტაპი, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს შეეხება, 22 აგვისტოდან ამოქმედდება. მეორე ეტაპი უფრო მკაცრი იქნება და ის 3 თვის შემდეგ შესაძლებელია იქნეს მიღებული.

ამავე თემაზე