სიახლეები
კრიმინალი
2018-08-09 16:52:29
გერმანელმა ტურისტებმა პოლიცია გამოიძახეს - ტობავარჩხილის ტერიტორიაზე ქართველი მამაკაცი მათ კარავში შეღწევას ცდილობდა

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტერიტორიაზე ქართველი მამაკაცი კარავში შეღწევას ცდილობდა, სადაც ორი გერმანელი ტურისტი იმყოფებოდა.

გერმანელმა ტურისტებმა აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავებს შეატყობინეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე