2018-08-09 14:51:08
უფასო ფაკულტეტების პროგრამა - განათლების მინისტრი პრობლემებზე საუბრობს და რეფორმას აანონსებს 

უფასო ფაკულტეტების მიმართულებით არსებულ პროგრამებს რეფორმა შეეხება. ამის შესახებ განცხადება, განათლების მინისტრმა გააკეთა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეს საკითხი შედეგის მხრივ არაეფექტურად მუშაობს.

როგორც მინისტრმა განმარტა, განათლების სისტემაში დაგეგმილია 5 საფეხურიანი რეფორმა. მისივე თქმით, სექტემბერში წარმოდგენილი იქნება მთლიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის რეფორმირება.

მინისტრის განცხადებით, უკვე დაწყებულია კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან.

ბატიაშვილი ამბობს, რომ განათლების სისტემაში რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება.

"უფასო ფაკულტეტების მიმართულებით გამოყოფილია დაახლოებით 12 მლნ ლარი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გვჭირდება რეფორმირება. ეს საკითხი შედეგის მხრივ არაეფექტურად მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რეფორმა შეეხება. მუშავდება რამდენიმე შეფასების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, შემოდგომაზე გაცხადდება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იქით, რომ ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლის ხარისხი გაუუმჯობესდეთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა. 

ამავე თემაზე