სიახლეები
კრიმინალი
2018-08-09 14:13:39
მკვლელობა ვარკეთილში ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა - სამართალდამცველები 1989 წელს დაბადებულ მამაკაცს ეძებენ 

2018 წლის 8 აგვისტოს ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის  სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა. მიმდინარეობს 
ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს 
დასაკავებლად.
პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე 
მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, 
დაჭრილია 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ დროისთვის სამედიცინო 
დაწესებულებაში უტარდება მკურნალობა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 
19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის 
განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან 
უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე