2018-08-09 14:00:09
"ძალიან დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი" - კალაძე ვაშაძის მიერ რუსეთში გაგზავნილ წერილზე

თბილისი მერი კახა კალაძე 2008 წლის აგვიტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, ახლანდელი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილ წერილს აფასებს და მას დანაშაულს და სამარცხვინო ფაქტს უწოდებს.

თბილისის მერის განცხადებით, მან არ იცის, მოახდენს თუ არა აღნიშნული წერილი გავლენას გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და შანსებზე.

„როგორც ვიცი, ვაშაძე რუსეთის მოქალაქეა, პირველი აქედან დავიწყოთ. თვითონ წერილს რაც შეეხება, დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა ფაქტი არის სამარცხვინო. ქვეყნის ოკუპაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ამ შინაარსის და ამ ტიპის წერილის გაგზავნა არის ძალიან დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი, მე ასე შევაფასებდი “,_ განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატია, რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა და მოსკოვში, ქართული ანსამბლებისა და თეატრების კონცერტებისა და სპექტაკლების ჩატარება შესთავაზა.

ამავე თემაზე