სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-08-09 13:24:10
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მრჩევლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

პრეზიდენტის მრჩევლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კონსულტაციებს განაგრძობენ და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრებიან კოალიცია„დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა,- „ კანონში არის საკმაოდ ზოგადი ჩანაწერები, მაგრამ განსაკუთრებით რეალობისა და იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიანმაღალი თანამდებობა, ბუნებრივია ჩვენ გვმართებს, რომ ძალიან სერიოზულად იყოს შესწავლილი პროფესიული მონაცემებიც, კეთილსინდისიერებაც და, რაც მთავარია, კანდიდატის უნარი გაუმკლავდეს იმ ძალიან სერიოზულგამოწვევებს, რომელიც დღეს არის მართლმსაჯულების სისტემაში და რომლებიც წლებია, დაგროვდა.

როდესაც პრეზიდენტმა დააანონსა კონსულტაციების დაწყება, მან ძალიან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ არა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მსჯელობით, არამედ პროცედურაზე და კიდევ ერთხელ, იმმახასიათებლებზე მსჯელობით და კონსენსუსის მიღწევით, რომელიც უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელსაც ვეძებთ. ზოგადად, პროცესის დაგეგმვა, ყოველთვის არის სწორი აზრი. პრეზიდენტს, ჩვენ, რომ გვდომებოდა კონკრეტულისახელებისა და გვარების დასახელება, კონსტიტუცია მას ამის შესაძლებლობას არ უზღუდავს და მას ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ პირდაპირ, ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება და დაესახელებინა კანდიდატი. ჩვენწავედით სხვა გზით ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა და ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ კრიზისულ და უაღრესად რთულ ვითარებას, რომელიც არის მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი, და აქედანგამომდინარე, ჩვენ ჯერ გვინდა შევჯერდეთ, დავინახოთ ფართო კონსენსუსი იმ მახასიათებლებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს და ამის შემდეგ, გადავალთ სახელებსა და გვარებზე."

პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. კონსულტაციები მომავალ კვირაში ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებისწარმომადგენლებთან შეხვედრებით გაგრძელდება.

ამავე თემაზე