2018-08-09 12:28:21
მოზარდების მკვლელობის საქმე - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მოზარდების საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
თენგიზ კალანდია 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი კი 3 000-3 000-ლარიანი გირაოთი.  

ამავე თემაზე