სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-08-09 12:08:50
ციანიდის საქმე - დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართეს 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატებმა, საქართველოს პრეზიდენტი, დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. განცხადება უფლებადამცველებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს.

მათი განმარტებით ეს არ ნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძე ბრალს აღიარებს. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებულს შეიწყალებს. პარალელურად ადვოკატები დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოშიც გეგმავენ და ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება ვიდრე ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, დეკანოზი შეწყალებით გაათავისუფლონ.

"ვის, თუ არა პრეზიდენტს აქვს პასუხისმგებლობა და უფლება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, ვინაიდან ჩვენ ყველა ძირითადი სამართლებრივი დარღვევები, რაც ამ საქმეშია, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავურთეთ გარკვეული შინაარსის დოკუმენტები, რომელიც აფიქრებინებს და დაარწმუნებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ რეალურად ეს საქმე არის მიკერძოებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ექნება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მას ობიექტურ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლი და გარკვეული ჯგუფების ინტერესებს შეეწირა”,-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

ამავე თემაზე