სიახლეები
მსოფლიო
2018-08-09 10:36:40
ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში 140-ზე მეტი სტრატეგიული სამხედრო მიზანი დაბომბა, პალესტინელი მეომრების სარაკეტო ცეცხლის საპასუხოდ, ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედრო უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით დაბომბვების შედეგად განადგურებულია შტაბები, გვირაბები, საწვრთნელი ბანაკები, არსენალი, რომელსაც ჰამასი იყენებდა. პალესტინელი ექიმების ინფორმაციით ავიადარტყმების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა მათ შორის ქალი და ბავშვი. 

ამავე თემაზე