სიახლეები
მსოფლიო
2018-08-09 10:31:21
ტრამპმა პუტინს წერილი მისწერა

აშშ-ს პრეზიდენტის წერილი ვლადიმერ პუტინს „რესპუბლიკელმა“ სენატორმა რენდ პოლმა მოსკოვში ვიზიტის დროს გადასცა. ამის შესახებ სენატორმა Twitter-ში თავად დაწერა. „მქონდა პატივი, დონალდ ტრამპის წერილი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გადამეცა. წერილში  შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობის საკითხებია აღნიშნული, საუბარია თანამშრომლობაზე ტერორიზმთან ბრძოლის, საკანონმდებლო დიალოგის გაძლიერების და კულტურული გაცვლის საკითხებში“, - წერს რენდ პოლი.

ამავე თემაზე