2018-08-09 09:51:47
სკრიპალების საქმის გამო აშშ რუსეთს სანქციებს უწესებს

აშშ-ს მთავრობა მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის სოლსბერიში სკრიპალების "ნოვიჩოკით" მოწავლაზე პასუხისმგებელი რუსეთია, ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა. "აშშ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა და  საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვია."-განაცხადა ნოიერტმა. ამასთან დაკავშირებით აშშ სანქციებს ორ ეტაპად დააწესებს, პირველი შედარებით მსუბუქი ვარიანტი 22 აგვისტოდან შევა ძალაში. რაც რუსეთში გარკვეული საქონელის ექსპორტზე ლიცენზიის გაცემის აკრძალვას შეეხება. ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში ახალ სანქციებს "დრაკონული" უწოდეს.

ამავე თემაზე