2018-08-09 09:26:21
ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - სროლა ვარკეთილში

ვარკეთილში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსისი სადარბაზოსთან მოხდა და მას წინ შელაპარაკება უძღოდა.

დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე კი გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე