მსოფლიო
2018-08-08 19:44:35
ბაშარ ასადის მეუღლე ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყვანეს

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მეუღლეს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი კიბო აღმოაჩნდა. ასმა ასადი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობის კურსს გადის. 

სირიის პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციით, დაავადება ადრეულ სტადიაში აღმოაჩინეს. ინფორმაციასთან ერთად, კანცელარია ფოტოსაც ავრცელებს, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული. 

ბაშარ ასადს და ასმა ასადს 3 შვილი ჰყავთ. მათ 2010 წელს იქორწინეს.


 

ამავე თემაზე