სამართალი
რეგიონები
2018-08-08 18:19:00
"საქნახშირის" თანამშრომლებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

კომპანია "საქნახშირის" თანამშრომლებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრალდებულთა ადვოკატებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეეძლებათ.
 

ამავე თემაზე