სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-08-08 15:41:27
აშშ რუსი ოლიგარქი ევტუშენკოვის წინააღმდეგ სანქციებს გეგმავს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი ოლიგარქის, "აფკ სისტენას" ძირითადი აქციონერის ვლადიმერ ევტუშენკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. კონგრესმენმა ილენა როს-ლეიტინენმა Twitter-ში, მისი და კიდევ ერთი კონგრესმენის მოთხოვნაზე საგარეო უწყების პასუხი გამოაქვეყნა. რომლის თანახმადაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა არ გამორიცხა CAATSA-ის კანონის თანახმად ევტუშენკოვისთვის სანქციების შემოღება. ევტუშენკოვი შავ სიაში რუსეთის მხრიდან ანექსირებულ ყირიმთან არალეგალური ოპერაციების წარმოების გამო შესაძლოა მოხვდეს. 

ამავე თემაზე