პოლიტიკა
სამართალი
2018-08-08 15:57:11
ჰააგაში და სტრასბურგში ჩვენ ვამტკიცებთ, რომ დიახ, რუსეთმა დაიწყო ომი - წუკლუკიანი

ჰააგაში და სტრასბურგში ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთმა დაიწყო ომი - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.  თეა წულუკიანმა საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე ისაუბრა:

"გმირ ქალებთან შესახვედრად ჩვენ ჩამოვედით და გვინდა მათ ანგარიში ჩავაბაროთ ჰააგაში და სტრასბურგში მიმდინარე საერთაშორისო დავებზე. ეს დავები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ჩვენ ისევე როგორც ქართველთა ეთნიკურ წმენდას, ასევე ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების წამების და მკვლელობის საქმეებზე, ასევე გორში ჩამოვარდნილი ისკანდერისა და სხვა ომის დანაშაულებზე ვამტკიცებთ, რომ დიახ, რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი,“-განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

ამავე თემაზე
რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი... რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე და არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში - წულუკიანი 
2018-08-08 15:10:25