სამართალი
2018-08-08 14:50:56
რადგან შსს-მ დაადგინა, რომ გიორგი ჭანტურია ალბათ დამნაშავეა, მე ვენდობი - სტამბოლის ბაზრის დირექტორი

რადგან შსს-მ დაადგინა, რომ გიორგი ჭანტურია ალბათ დამნაშავეა, მე ვენდობი გამოძიებას- აცხადებს რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე. ჟურნალისტებთან საუბრისას ცხოვრებაძე იხსენებს, რომ მკვლელობის დღეს გიორგი ჭანტურია არ უნახავს. მისი თქმით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა იმ დროს არის მომხდარი, როდესაც თვითონ ბაზარში არ იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მკვლელობის შემდეგ მან განაცხადა, რომ დანაშაული შესაძლოა, გიორგი ჭანტურიას ჩაედინა, თუმცა ეს მხოლოდ მისი აზრი იყო. ცხოვრებაძე ამბობს, რომ დაპირისპირება ქუთათელაძესა და ჭანტურიას შორის გასული წლის ნოემბერშიც მოხდა, თუმცა რა მიზეზით, არ იცის.
 

„ეს იყო მხოლოდ ჩემი აზრი. როდესაც მე აქ ვიკითხე მეორე დღეს, ყველა საუბრობდა, რომ ერთად შევიდნენო. წარმოგიდგენიათ ადამიანები ერთად არიან რაღაც დროის განმავლობაში, სხვა არავინ ყოფილა და რას იფიქრებთ?! ამიტომ ვფიქრობდი ამას და ახლა, ალბათ შსს-მ იმუშავა. რა მტკიცებულებები აქვს შსს-მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. მე იანვარში გამომკითხეს, მის მერე არ გამოვუკითხივარ. რაც ვიცოდი, ის ვუთხარი გამოძიებას...
რა იყო კონფლიქტის მიზეზი ამ ადამიანებს შორის ვერ გეტყვით, არ ვიცი. მაშინ ჩხუბი გარეთ მოხდა, ათასი კაცის თვალწინ. გიორგი ჭანტურია ამ 8 თვის განმავლობაში ბაზრის ტერიტორიაზე არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ მოდიოდა“, - განაცხადა ცხოვრებაძემ.

 

ამავე თემაზე
დაპირისპირება ფინანსურ საკითხებზე და რამდენიმე გასროლა - შს მინისტრის მოადგილე გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის მოტივზე საუბრობს 
2018-08-08 12:38:30