2018-08-08 13:16:37
IV მექანიზებულ ბრიგადაში აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს (ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

IV მექანიზებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბრიგადის ხელმძღვანელობამ სტუმრებს IV მექანიზებული ბრიგადის ისტორია გააცნო და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


 

ამავე თემაზე