2018-08-08 13:10:12
ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ გაუპატიურებულია - ადვოკატი

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ლექსო კობაიძის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.

„საქმეში არის სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის არის კობაურის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, ასევე არის მოკლული რაიან სმიტის სპერმის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმეში ბევრი ქაოსი და არეულობაა. მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ექსპერტიზები არასწორად არის ჩატარებული“, - განაცხადა კობაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე

ამავე თემაზე