2018-08-08 12:30:27
ამერიკელი სენატორები რუსეთის "ტერორიზმის სპონსორად" აღიარებას ითხოვენ

აშშ-ს პარლამენტში სენატორების ჯგუფმა "ამერიკის უსაფრთხოები კრემლის აგრესიისგან დაცვის აქტი" შეიტანეს, რომელიც თეთრ სახლში ანტირუსული სანქციების კოორდინაციის ოფისის შექმნას ითვალისწინებს. სენატორები პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართავენ. სენატორები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ღიად უნდა მოსთხოვოს ვაშინგტონმა დააბრუნოს ყირიმი, უარი თქვას უკრაინის აღმოსავლეთით ძალადობის მხარდაჭერაზე და უარი თქვას საქართველოსა და მოლდოვაში სეპარატისტების მხარდაჭერაზე. ახალი კანონპროექტის მიხედვით უნდა გადახალისდეს ანტირუსული სანქციების სია, უნდა მოიძიონ მთელს მსოფლიოში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აქტივები. სენატორები რუსეთის წინაარმდეგ უფრო ფართო სანქციების შემოღებას მოითხოვენ, რაც რუსულ ბანკებს შეეხება პირველ რიგში. ასევევ კიბერთავდასხმებისა და აშშ-ს შიდა საქმეებში ჩარევის წინაარმდეგ ახალი ოფისის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

ამავე თემაზე