2018-08-08 10:32:00
"იქნებ ვინმე რუსი "პატრიოტი" შემოვიდეს" - რესტორანმა "მაჭახელამ" პუტინის ტრანსპარანტის აღება მოითხოვა

თავისუფლების მოედანზე რესტორან მაჭახელა/სამიკიტნოში 7 აგვისტოს აქციის "10 წელი ოკუპაციიდან"  მონაწილეებს მაგიდიდან პუტინის ტრანსპარანტის აღება მოსთხოვეს:

"რუსეთის მიერ ცხვინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლის თავზე ქართულ რესტორან Machakhela - Samikitnoში თავისუფლების მოედანზე ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრასპარანტი. მიზეზი ამის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი "პატრიოტი" შემოვიდეს... მოუხედავად იმისა რომ ჩვენ მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი გაცილებით მეტი პროცენტით ვიდრე ტერიტორიები...პრობლემა ჩვენშია ძალიან დიდი.
p.s პროფესიული რჩევაც მივეცით რომ გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ ეს საქციელი ვიდრე რამდენიმე "პატრიოტი" რუსი სტუმრის წყენინება" წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქციის ერთ ერთი მონაწილე ანი გვათუა. 

ამავე თემაზე