სამართალი
2018-08-08 10:16:20
"30 ფურცლიანი განჩინებიდან 25 გადმოკოპირებულია" - ადვოკატებს უზენაესი სასამართლოს განჩინება გადაეცათ

ე.წ. ციანიდს საქმეზე ადვოკატებს უზენაესი სასამართლოს განჩინება გადაეცათ. მათი თქმით, 30 გვერდიანი დოკუმენტის უმეტესი ნაწილი საქალო სასამართლოს განაჩენის იდენტურია.

"განჩინების შინაარსი როგორ მოსალოდნელი იყო, არის შაბლონური. დიდად არც კი შეუწუხებია სასამართლოს ამის დასაბუთებაზე თავი, ვინაიდან 30 ფურცლიანი განჩინებიდან პრაქტიკულად 25 ფურცელზე მეტი უბრალოდ გადმოკოპირებულია პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოდან." განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. 

 

ამავე თემაზე