2018-08-08 09:55:10
კორცხელის ინციდენტი - ბრალდებილებს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ

ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა ხუთივეს არასაპატიმრო სასჯელი, ფულადი ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ  გადაწყვეტილება საქმის თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

მოსამართლემ სპორტსმენებს ხულიგნობის მუხლი ცემით გადაუკვალიფიცირა. ყველაზე დიდი ფულადი ჯარიმა, 7 ათასი ლარის ოდენობით ვლადიმერ გეგეშიძეს დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში  2016 წლის 22 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნებისას, ერთ ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა. სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  

შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის, პოლიტიკოსები და პოლიციელები.

ამავე თემაზე