სამართალი
2018-08-08 09:46:05
პოლიციამ ის იარაღი ამოიღო, რომელიც ჭანტურიას თავად ჩაუდო - ადვოკატი

ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ჭანტურიას მამის სახლის სარდაფის ჩხრეკისას პოლიციამ იარაღის არსენალი ამოიღო, რომელიც მას თავად პოლიციამ ჩაუდო:

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სახლი იყო ცარიელი. მათ დრო იხელთეს და ჩადეს იარაღი, დღეს კი ვითომდა გადაუდებელი აუცილებლობით მოაწყეს მასკარადი, ე.წ. ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ამოიღეს ვითომდა გიორგი ჭანტურიას კუთვნილი იარაღები. რა თქმა უნდა ეს იარაღები არ ეკუთვნის ჭანტურიას, ამოღებულია მთელი არსენალი. ჭანტურიას ოჯახის წევრები და მეც უარს ვაცხადებთ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებაზე და არ ვესწრებით. მეც გამოვედი გარეთ პროტესტოს ნიშნად“, - განაცხადა ადვოკატმა ანი კეკენაძემ.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა ხელმეორედ დააკავეს. 

ამავე თემაზე
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს
2018-08-08 09:31:21