2018-08-08 08:38:11
ლონდონში საქართველოს საელჩოში ბლოგერმა პროვოკაცია მოაწყო

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილ მხატვარ გია ბუღაძის გამოფენის ჩაშლას რუსული სააგენტო "სპუტნიკის" ჯურნალისტი და ბლოგერი გრემ ფილიპსი შეეცადა. ის შეკრებილებს "ნატოს ზომბებს", "ნატოს პროპაგანდის მსხვერპლებს" და "ფაშისტებს" უწოდებდა. ინცინდენტის ამსახველი ვიდეო facebook გვერდზე თამარ ქემერთელიძემ გამოაქვეყნა. ქსელში ასევევ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საელჩოს შენობასთან რუსულად მოსაუბრე ადამიანები სამართალდამცავებს პროვოკაციის მომწყობის დაკავებასთან დაკავშირებით ახსნა განმარტებას სთხოვენ. გრემ ფილიფსი რუსულ ტელეკომპანიებზე მუშაობდა უკრაინაში. ის ამგვარ პროვიკაციებს ხშირად აწყობს. 


 

ამავე თემაზე