2018-08-07 11:28:37
თბილისმა და სხვა დედაქალაქებმა 2008 წლის მოვლენებზე დასკვნა უნდა გააკეთონ, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადი იქნება- კარასინი

„2008 წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია, ხოლო ნებისმიერი აგრესიული ქმედებების შედეგად სულ საპირისპირო შედეგები დგება“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და აღნიშნა, რომ თბილისმა და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებმა 10 წლის წინ მომხდარ მოვლენმებზე, დასკვნა უნდა გააკეთონ:

„მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ყოველთვის ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების შემთხვევაში, მან წააგო. სამხრეთ ოსეთზე სისხლიანი აგრესიის შედეგად მან მიიღო ახალი რეალობა - ორი ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ 2008 წლის 26 აგვისტოს ვაღიარეთ“, - განაცხადა კარასინმა. 

 

ამავე თემაზე