თავდაცვა
2018-08-07 10:31:11
ახლო მომავალში წვევამდელების ახალი სისტემა გვექნება - იზორია

წვევამდელთა სისტემა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებების კომპეტენციაც არის და უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა მომავალში - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „გირჩის“ მიერ შექმნილ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებენ. 

„თქვენ იცით, რომ შექმნილია კომისია. ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია. თავდაცვის სამინისტრომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად უკეთესი პირობები მიგვეცა წვევამდელებისთვის, რაც ცალკეულ კონკრეტულ ინიციატივებში გამოიხატა. თუმცა, გლობალურად, წვევამდელთა სისტემა არამხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებების კომპეტენციაც არის და აქედან გამომდინარე, უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა მომავალში. ამ მიზნით პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში, შეიქმნა კომისია და ახლო მომავალში, ჩვენ ამ კომისიის მუშაობის შედეგად უკვე წვევამდელების ახალი სისტემა გვექნება“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

ამავე თემაზე