2018-08-07 10:07:17
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით"

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ მაშინ ვერაფერს მოვიფიქრებდით, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა და 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, ქვეყნის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

„საქართველოს მშვიდობისკენ იძულების“ კამპანიის სამხედრო ნაწილის დასრულების შემდეგ დადგა კითხვა - რა უნდა მოვიმოქმედოთ ახლა? ბუნებრივია, პირველ რიგში ამ კითხვაზე პასუხი მე, ქვეყნის პირველ პირს უნდა გამეცა.
მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე კარგს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებდით. პირველ რიგში მე ვხელმძღვანელობდი იმით, რომ მომავალში ამიერკავკასიაში მყარი მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი შესაძლებელი ნაბიჯი იყო. შემდეგ მე ვესაუბრე მთავრობის თავმჯდომარეს ვლადიმერ პუტინს და მან ამ საკითხში მხარი დამიჭირა“, - განაცხადა მედვედევმა.

 

ამავე თემაზე