სამართალი
რეგიონები
კრიმინალი
2018-08-07 10:04:22
მკვლელობა ზუგდიდში

ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მას ჭრილობები ყელის და კუნთების არეში აღენიშნებოდა. დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

მკვლელობა გუშინ მოხდა. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სასიკვდილოდ მეზობელმა დაჭრა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გუშინ ღამით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე