პოლიტიკა
2018-08-07 10:00:52
"აგრესია საქართველომ დაიწყო. ამას ისტორიიდან ვერ ამოშლი“

2008 წლის ომის დროს რუსეთს საქართველოს განადგურება და მიხეილ სააკაშვილის დასჯა არ ჰქონდა მიზნად დასახული- განაცხადა რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. 
 

კითხვაზე, რატომ გაჩერდნენ რუსული ტანკები თბილისიდან ათობით კილომეტრში, მედვედევმა უპასუხა, რომ „მიზანი იყო ქართული შეიარაღებული ძალების ცხინვალიდან განდევნა, წესრიგის დამყარება და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება“. 

„ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე თავშეკავებულობა გამომეჩინა და შემდგომი ქმედებების ფორსირება არ მომეხდინა. მიზანი არ იყო საქართველოს განადგურება ან სააკაშვილის დასჯა“, - განაცხადა მედვედევმა, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა

"აღნიშნულმა მიდგომამ არა მხოლოდ საქართველოში, ოსეთში და აფხაზეთში დააწყნარა სიტუაცია, არამედ ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მშვიდი ურთიერთობების საშუალება მისცა რუსეთს. გაკეთდა დასკვნა, რომ აგრესია საქართველომ დაიწყო. ამას ისტორიიდან ვერ ამოშლი“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. 
 

ამავე თემაზე
"საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების" - სალომე ზურაბიშვილი
2018-08-06 17:51:10